ვებგვერდის „ekimotech.com“ გამოყენების წესები და პირობები

სს „ექიმო“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 402199599) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული იურიდიულ პირს.

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 123

პრეამბულა

ტერმინები „ექიმო“, „ჩვენ" გულისხმობს სს „ექიმოს“ ხოლო ტერმინებში „თქვენ”, „მომხმარებელი”, იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ვებ-გვერდს  Ekimo.ge.

ვებგვერდზე სტუმრობით, რეგისტრაციით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის/მომსახურების გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებ-გვერდზე განთავსებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები/განახლებული ინფორმაცია დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.

ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

1. ინფორმაცია

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს. ექიმო არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და ექიმო არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით ექიმოს შებოჭვის საფუძველს.

2. ვებგვერდის გამოყენება

ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებგვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, ექიმოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ექიმოს წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება ექიმოს წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.

ვებგვერდზე სტუმრობითა და მისი გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებგვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.

ექიმოს ვებგვერდის გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს ექიმოს საქმიან რეპუტაციას.

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ექიმოს ტექნიკური შეფერხების, ან ექიმოსგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, ექიმო არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ექიმო და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. 

ექიმო არ აგებს პასუხს ვებგვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც  ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 

4. ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი, მათ შორის ლოგო, სავაჭრო ნიშან(ებ)ი, წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. აკრძალილია წინამდებარე ვებგვერდზე მითითებული/განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი,  ექიმოს მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში)  ექიმოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ექიმოს თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია. 

ინტელექტუალური საკუთრების ვებგვერდზე მითითება არ ნიშნავს  მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებგვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.

ექიმოს ვებგვერდზე მითითებული კომპანიების სახელები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნის შესაბამის პირებს.  

5. ვებგვერდზე მითითებული ბმულები

თუ ვებგვერდზე მოცემულია ბმული, რომელიც გამისამართებთ სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფ ვებგვერდებზე ამ შემთხვევაში იმ ვებგვერდის მოხმარების პირობები დაექვემდებარება მათივე ვებ-გვერდზე განთავსებულ/მოქმედ წესებს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

6. COOKIES

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს რათა შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ხარისხი და დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია.

ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:

IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა
ჩვენი ვებგვერდის ფარგლებში გახსნილი გვერდები, სესიის ხანგრძლივობა და მისი სხვადასხვა პარამეტრები
ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განხორციელდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და სხვ.
ვებ-გვერდზე სხვადასხვა ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა

cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის, Facebook Pixel-ისა და Hotjar-ის, რეპორტების საწარმოებლად. ვებ-გვერდზე შემოსვლიდან 180 კალენდარული დღის შემდეგ შენი ფაილები ავტომატურად იშლება Facebook Pixel-ის ბაზებიდან და 2 წლის შემდეგ Google Analytics-ის ბაზებიდან. ხოლო ვებ-გვერდზე ყოველი ხელახალი შემოსვლისას განახლდება და ვადის ათვლა იწყება თავიდან.

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურს შეზღუდო cookie ფაილები ან დაბლოკო ისინი ჩვენს ვებგვერდზე, რათა არ გამოიყენებოდეს Google Analytics-ის, Facebook Pixel-ისა და Hotjar-ის, Microsoft Dynamics, Hubspot, Landbot-ის რეპორტების საწარმოებლად, ამის განხორციელება შეგიძლია შენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვ გაითვალისწინო რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს თუ დაბლოკავ ან წაშლი cookie-ის ფაილებს.

7. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ: პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად და ჩვენი რწმენით, მისი ადექვატური და პროპორციულია; პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე; თვალყურს ვადევნებთ ჩვენთან არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას; კომპანიაში უზრუნველყოფილია ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენთან მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ამასთან, ჩვენი დასაქმებულები და კონტრაქტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. გარდა ამისა, ორგანიზაციაში სპეციალურ პროგრამაზე არსებული ლოგირების სისტემა, ყოველი თანამშრომლისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დაშვებას მისთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.

ექიმო მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, ექიმო იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ექიმოსთვის მიწოდების დროს.

ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას ექიმოსთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან ვებგვერდის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება. თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, წერილობითი შეტყობინება გამოგზავნოთ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: pdp_officer@ekimo.ge

ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის პერსონალურ მონაცემთა შესახებ ნებისმიერი შეკითხვის ოპტიმალურად გადასაწყვეტად. თუმცა, თუ თქვენ ჩათვლით, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ შევძელით წამოჭრილი საკითხის მოგვარება, უფლება გაქვთ, საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ზედამხედველობის ორგანოს. მისი ვებგვერდის მისამართია www.personaldata.ge

8. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ამ ვებგვერდის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

9. საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას,  გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის #12  ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@ekimo.ge, ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 032 2 33 34.